14/04/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
პუბლიკაციის - "ბიზნესგარემო საქართველოში” პრეზენტაცია
თბილისი – 2008 წლის 16 აპრილს, 13 საათზე, "თბილისი მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, გამართავს პუბლიკაციის "ბიზნესგარემო საქართველოში” პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა პროექტის ”ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
პუბლიკაცია ”ბიზნესგარემო საქართველოში” წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის კვლევების გაერთიანებულ ანალიზს, რომელიც ასახავს საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს პრობლემებსა და გამოწვევებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის კვლევები: ფუკუს-ჯგუფები მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მონაწილეობით; ჩაღრმავებული ინტერვიუები; ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რაოდენობრივი კვლევა საქართვე-ლოს მასშტაბით (გამოკითხულ იქნა 1000 საწარმო).
პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული ბიზნესგარემოს ძირითადი პრობლემები და სირთულეები. ასევე აღწერილია კერძო სეტორის დამოკიდებულება საკანონმდებლო და სხვა ცლილებების მიმართ. კვლევების შედეგად ცალსახად დაფიქსირდა, რომ კანონმდებლობის ხშირი ცვალებადობა უარყოფით მოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით კი მცირე კომპანიებზე; საკმაოდ მწვავეა ინფომირებულობის პრობლემა.
პროექტი ხორციელდება ”მეწარმეობის მხარდა-ჭერის საერთაშორისო ცენტრის” დაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაცისათვის დაგვიკავშირდით: დოდო ჭუმბურიძე,
PR მენეჯერი მობილური: 893 28 30 92 ელ-ფოსტა: pr@economists.ge
საკონტაქტო ინფრომაცია: მისამართი: თბილისი, 0105 ორბელიანის ქ. 35;
Tel: (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; Fax: (+995 32) 92 24;
e-mail: office@economists.ge;
www.economists.ge